გიზო გრიგოლის ძე ზარნაძე
===========
===========
ქ. თბილისის მერს ბატონ კახა კალაძეს
გამარჯობა ბატონო კახა. მრავალ შობა-ახალ წელს დაგასწროთ! მე გაწუხებთ 94
წლის მწერალი და ჟურნალისტი, გიზო ზარნაძე. კი მეუხერხულება საკუთარ თავზე
დოსიეს წერა, მაგრამ ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა მაიძულებს
ცოტა რამ მაინც ავღნიშნო: 1971-91 წწ. ვმუშაობდი საქართველოს ტელევიზიის
ლიტერატურული გადაცემების უფროს (მთავარ) რედაქტორად; 1982 წლიდან ვარ
საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. გამოცემული მაქვს 20-მდე წიგნი, ვარ
რამდენიმე ლიტერატურული პრემიის, მათ შორის, გალაქტიონ ტაბიძის პრემიის
ლაურეატი.
თუ პირმოთნეობად არ ჩამითვლით, თქვენისთანა წარმატებული მერი ქალაქს არ
ჰყოლია, "პირველი" ბრძანდებით
მათ შორის, რადგან მერობა სოციალური წოდებაა,
სამსახურეობრივი კიბეა, ადრე თუ გვიან გათავდება და "ყოფილი
მერი" გახდებით,
მაგრამ "ყოფილი ლეგენდარული ფეხბურთელის"
წოდება არ არსებობს!
თქვენი და ხვიჩა კვარაცხელიას სახელები ჩემისთანა ხანდაზმულებს
"აბრუნებს"
ყმაწვილკაცობის ხანაში, როდესაც ქართული ფეხბურთის "კაბადონზე"
ბრწყინავდნენ
ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც იყვნენ პაიჭაძეები, პანიუკოვები, ჯეჯილავები,
ბერძენიშვილები, მარღანიები, იამანიძეები, მესხები, მეტრეველები და სხვანი.
ნახევრად ხუმრობით: როდესაც ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა "ნაპოლში",
მე
"გამოვიგონე" ფსიქოთერაპიული
პრეპარატი "ხვიჩამიცინი",
რომლის თაობაზეც
"საქართველოს რესპუბლიკამ"
უმალვე აცნობა საზოგადოებას.
ამჟამად ვარ მძიმე ავადმყოფი (ლორდოზი, ე.წ. ნაწოლებით, პრაქტიკულად
პარალიზებული!), ლოგინს მიჯაჭვული; შვილი იძულებული გახდა გადავეყვანე
სადღეღამისო სამედიცინო მომსახურეობაზე, რაც გვარიანად ძვირი ჯდება.
ბატონო კახა, ხომ ყველა აღგვაფრთოვანა ჩვენი ნაკრების ევროჩემპიონატში
ჩართვამ, რაც ღირსეულად დაფასდა ხელისუფლების მიერ 30 მილიონიანი ჯილდოს
სახით, მაგრამ, რატომ აღარაფრად გვიფასდება ქართველ მწერლებს ჩვენი
შემოქმედება?!
თავის დროზე ქალაქის საბჭოსგან გამოყოფილი ბინა იპოთეკაში ხომ არ ჩავდო,
მწერალთა კავშირის შუადმგომლობით, გთხოვთ ფინანსურ მხარდაჭერას.
დარჩენილი ორი "პარასკევიდან"
ერთი პარასკევისა და თქვენი რეაგირების
იმედად, გულითადი პატივისცემით,
გიზო ზარნაძე
შიო ჩიტაძის ქ. #11. ტელ.: 599 53 82 74
(597 12 09 11 გიორგი, შვილი)
===========
ღია ბარათი საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის
მინისტრს,
ბატონ მიხეილ სარჯველაძეს
წლევანდელ კალანდობას ახალი წარმატებები მოეტანოს თქვენთვის! მიხარია, რომ
გამართლდა ჩემი სიტყვები: თქვენ ისეთი იმიჯი დაიმკვიდრეთ მინისტრად დანიშვნის
დღიდანვე, რომ რადიკალური ოპოზიციაც კი ვერ კისრულობს თქვენს აუგად
მოხსენიებას-მეთქი!
მე გახლავართ ის 94 წლის "შინ დატოვებული ბავშვი", პროფესიით ტელეჟურნალისტი,
რომელიც, შიგადაშიგ, ვმწერლობ კიდევაც...
ჩემს შარშანდელ წერილზე თქვენი მყისიერი პასუხი მაგულიანებს ამ ბარათით მომართვას,
რომელსაც, მეიმედება, არ ჩამითვლით ქართული ანდაზის დადასტურებად: მიუჩვეველს ნუ
მიაჩვევო!
რამდენიმე თვეა, ლოგინს მიჯაჭვული ვარ ხერხემლის გამრუდების შედეგად (ტიფოზი).
შვილი იძულებული შეიქნა გადავეყვანე სადღეღამისო სამედიცინო მომსახურებაზე,
პროფესიონალი ექთნების მხრივ, რაც გვარიანად ძვირი ჯდება.
საქართველოს მწერალთა კავშირის შუამდგომლობით მოგმართავთ თხოვნით: თუ თქვენს
კომპენტენციას არ აღემატება, მიშუამდგომლოთ ვისთანაც ჯერ არს, რათა დამენიშნოს
ფინანსური მხარდაჭერა, რამეთუ "სახელმწიფო გამგებელთათვის გამიწევია სამსახური.
თვითონ იციან": 1971-1991 წწ. ვმუშაობდი საქართველოს ტელევიზიის (პირველი არხის)
ლიტერატურული პროგრამების განყოფილების გამგედ; მიღებული მაქვს რამდენიმე (მათ
შორის, გალაქტიონის) პრემია; გამოცემული მაქვს ოცამდე წიგნი და ა.შ.
"გამოვიგონე" ახალი სამედიცინო პრეპარატი "ხვიჩამიცინი", რომელიც ამავე გაზეთში
გამოქვეყნდა და რომელიც შთამაგონა სახელოვანი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას
ბრწყინვალე დებიუტმა; იგი ჩემსავით ხანდაზმულებს "აბრუნებს" ყმაწვილკაცობის ხანაში,
როდესაც მონუსხულნი ვიყავით ლეგენდარული ფეხბურთელების: ბორის პაიჭაძის, ავთანდილ
ღოღობერიძის, ძმები ჯეჯელავების, შავგულიძის, პანიუკოვის, სწორუპოვარი "პენალისტის",
ბერძენიშვილის, ანთაძისა და სვლათა თამაშით...
ბატონო მიხეილ, ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვათ, ხომ ყველანი აღგვაფრთოვანა
პაპასკირის მიერ შესრულებულმა თერთმეტ-მეტრიანმა დარტყმამ, რომელმაც 30-მილიონიანი
ჯილდო გაუნაღდა ჩვენს ნაკრებს?! მაგრამ, არ გვეთვლება ჩვენ – ქართველ მწერლებს –
ჩვენი შემოქმედება "გვერდითი ხაზიდან" მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედანში ბურთის
ხეირიანად ჩამწოდებლად მაინც?!
ასე რომ, თუ ხელისუფლებას მცირად მაინც უღირვართ, იქნებ, გაიღოს მოწყალება!
მინდა ბოლომდე ობიექტური დავრჩე: თუკი დღევანდელ საქართველოში აღმოჩნდება ჩემზე
ხანდაზმული (დაბ. 1932, 5/II), ჩემზე უფრო მძიმე სენით დაავადებული და ჩემზე უფრო
შთამბეჭდავი ბექგრაუნდის მქონე პაციენტი, რა თქმა უნდა, მას უნდა დაენიშნოს
დახმარება!
"ორი პარასკევიდან" დარჩენილი ერთი პარასკევისა და თქვენი რეაგირების იმედად,
გულითადი პატივისცემით,
გიზო ზარნაძე
(ტელ.: 599 53 82 74)
PDF
===========
===========
YouTube:
ვიდეოკასეტებზე (VHS)
შემონახული რამდენიმე სატელევიზიო გადაცემა,
რომლებიც გავიდა ეთერში საქართველოს ტელევიზიით 1979-1986 წწ.-ში.

===========
ოლია და გალაკტიონი – გიზო ზარნაძე (1979)

https://www.youtube.com/watch?v=9td09JAYktM
https://www.youtube.com/watch?v=hJG-4tMtFvU
===========
ვასია ჩორნი – გიზო ზარნაძე (1984)

https://www.youtube.com/watch?v=RsVlUyCjD8s
===========
მიხეილ ზოშჩენკო – გიზო ზარნაძე (1985)

https://www.youtube.com/watch?v=bKKkRHVu5OI
===========
ფაზილ ისკანდერი – გიზო ზარნაძე (1986)

https://www.youtube.com/watch?v=m1bvXUglGwE
===========
გალაკტიონი, ოკუჯავები და სხვა. მაკა ჯოხაძე (2005)

https://www.youtube.com/watch?v=C9yY0eKKXsc
===========
ოტია იოსელიანი – უცნობი ისტორიები (ნინო განუგრავა) (2014)

https://www.youtube.com/watch?v=PyNcj7VAYfw
===========
===========
===========